რაკეტამზიდმა Antares, კოსმოსური ხომალდი Cygnus დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა

5

რაკეტამზიდ Antares გაშვება, კოსმოსურ ხომალდ Cygnus-თან ერთად, კოსმოსური სადგურიდან Wallops, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს, დღეს განხორციელდა.

ხომალდი 3 ტონაზე მეტი სიმძიმის ტვირთს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიტანს. ამის შესახებ შესაბამისს ოფიციალურ ინფორმაციას NASA, თავის ტვიტერზე ავრცელებს.

გაშვება 19 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 12:01 საათზე მოხდა. ამ ეტაპზე ხომალდი უკვე დედამიწის ორბიტაზეა გასული.

Antares გაშვება, ცუდი ამინდის გამო ორჯერ გადაიდო. თავდაპირველად რაკეტის გაშვება 15 ნოემბრის თარიღით იყო ჩანიშნული, ხოლო მეორედ მის გაშვებას 16 ნოემბერს აპირებდნენ.

Comments
Loading...