“რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” MIMIP-ის დაჯილდოების ფინალისტია

27

უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საერთაშორისო გამოფენის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე, MIPIM Award 2019 -ზე „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ gანხორციელებული პროექტი საუკეთესოთა შორის გამოვლენილ სიაში მოხვდა.

MIPIM Award  ტრადიციულად საფრანგეთში იმართება 1991 წლიდან და ყოველწლიურად უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო პროექტებს განიხილავს.  წელს პარიზში გამართულ ღონისძიებაზე დასახელდა 45 საუკეთესო პროექტი 19 ქვეყნიდან და მათ შორის არის კახეთში მდებარე სასტუმრო რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული.   პროექტების შეფასება ხდება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით პროფესიონალი, სპეციალურად მოწვეული, ჟიურის 11-წევრიანი შემადგენლობის მიერ.

„რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული“  ნომინანტად „საუკეთესო სასტუმროსა და ტურისტული დანიშნულების“ კატეგორიაში დასახელდა.  ჯამში MIPIM-ის წლევანდელ დაჯილდოებაში ძალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილმა 228 პროექტმა მოსინჯა.

გამარჯვებულებს 12 მარტს კანში დაასახელებენ. ლაურეატების შერჩევა MIPIM-ის დელეგატების და ასევე ჟურის წევრების შეფასების შედეგად მოხდება.

MIPIM-ის გამოფენა წელს კანში 10-13 მარტს გაიმართება და მოუყრის თავს უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ყველაზე დიდ მოთამაშეებს, ექსპერტებს, დეველოპერებს და ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან.

წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის და ავთენტურობის შენარჩეუნების გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება. წინანდლის კომპლექსში ჩადებული საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.  სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 30 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი.

ფინალისტების სია შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.mipimawards.com/mipimawards2020/en/page/discover-the-mipim-awards-2020-finalists

 

 

Comments
Loading...