რადიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

16

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რადიანის ქუჩაზე გზის განახლების პროექტი მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯივიპის“ მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

ამ დროისთვის, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, გზაზე ქუჩის გასწვრივ სანიაღვრე არხი – კიუვეტი მოეწყობა.

საერთო ჯამში, გზა 3 700-მდე კვ. მ ფართობზე განახლდება. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და მოსახლეობას შეხვდა.

Comments
Loading...