პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრის შემდეგ, ნავთობის ფასმა 5%-ით აიწია

5

3 დეკემბერს, სავაჭრო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, გასულ პარასკევთან შედარებით, 5%-ით გაძვირდა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 62,48 აშშ დოლარი იყო, რაც თითქმის 3 აშშ დილარით მეტია წინა მაჩვენებელთან შედარებით.

შაბათს, 1 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, კონფერენციაზე, ბუენოს-აირესში, სადაც დიდი ოცეულის სამიტი მიმდინარეობდა, განაცხადა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი OPEC+ -ის შეთანხმების პერიოდს გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

პუტინმა განმარტა, რომ ეს შეთანხმება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მისი თქმით, ნავთობის მოპოვების ზუსტ მოცულობებზე ისინი ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.

ნოემბერში, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 21,6%-ით დაეცა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თვიური ვარდნაა. 2008 წლის ოქტომბერში, ნავთობი 33,46%-ით გაიაფდა.

ასეთივე მაჩვენებლები ფიქსირდება WTI-ის მარკის ნავთობთან დაკავშირებითაც. 2018 წლის ნოემბერში, აღნიშნული მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 22,49%-ით დაეცა. ეს კი, 2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ვარდნაა. მაშინ WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 32,62%-ით დაეცა.

ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული, ნავთობის ფასი 7 კვირის განმავლობაში სისტემატურად ეცემოდა. ნოემბრის ბოლო კვირის განმავლობაში კი, ვარდნა აჩქარდა და შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის 12%-ით დაეცა.

Comments
Loading...