პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

11

Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

Impact Hub Tbilisi უკვე მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ამ დარგში სტუდენტების განათლებაზე ორიენტირებულია და ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. 

პროგრამის ფარგლებში წელს 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ათი საუკეთესო პროექტი შეარჩია. ათივე ფინალისტი გუნდი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გუნდებმა 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე და მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. ათივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ორ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ხმის მიცემა 17 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე  გაგრძელდება. 

2020 წლის ფინალისტი პროექტებია: 

  • ბაბახიქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც არ ახდენს გარემოზე მავნე ზეგავლენას
  • თაფლი ლეჩხუმიდან პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
  • სოციალური კაფექეთოსთანმულტიფუნქციური კაფეგალერეა მიზნად ისახავს შშმ  პირებისა  და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაძლიერებას. კაფეში დასაქმდებიან შშმ პირები, კაფის პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერი ქალები და შშმ პირების მფლობელობაში არსებული მეურნეობები.   
  • ცოდნის ქარხანა პროექტის იდეაა, სადღვები კარაქის წარმოება სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას
  • Dinn.ge პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის, შეღავათიან ფასად
  • Green Spaceუბრანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
  • Qandleონლაინ სივრცესადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video- მეშვეობით.
  • Village 200 პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას
  • UnLimited მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
  • World United Careსაერთაშორისო საქველმოქმედო პლატფორმა/ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს  განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია

 

ფინალისტებისთვის ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.socialimpactaward.net

პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე

წელს, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრების სერიები გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭალეჩხუმიქვემო სვანეთში, სამეგრელოზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა

Comments
Loading...