პრემიერი: სახელმწიფო მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

15

მთავრობა მოქალაქეებს, წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გვაქვს გეგმა, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ადამიანებს, ვინც გეგმავს ბინის შეძენას ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი. ყველა რისკი სახელმწიფოსგან იქნება დაზღვეული. დღეიდან, წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს ყველა იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”, – განაცხადა გახაიამ.

Comments
Loading...