- Advertisement -

პრემიერი: საქართველო ყველა რეიტინგში უნდა იყოს ტოპ ხუთეულში

10

ამის შესახებ პრემიერმა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ყველა შესაბამის სამინისტროს აქვს დავალება, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იყო მსოფლიოს მასშტაბით ტოპ ხუთეულში, ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში.

ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ ტოპ 5-ეულში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ რეფორმას, თუ რამდენად დაგვეხმარება ტოპ-ხუთეულსა და ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში.

ჩვენ მნიშვნელოვან ფოკუს ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. დღესაც, უნდა ვაღიაროთ სამწუხაროდ, რომ ინფრასტრუქტურის არასათანადო განვითარება არის მნიშვნელოვანი ბარიერი საქართველოში უფრო ინკლუზიური და ზრდადი პროგრესის მისაღებად. ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით არის უპრეცედენტო. მომავალი წლის ბიუჯეტის დრაფტში კი კიდევ უფრო ამბიციური ციფრებია ჩადებული”, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...