პრემიერი: საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება

15

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას გავახმოვანებთ, თქვენ იცით ჩვენი ხედვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი ჩვენი რეგიონისთვის.

ჩვენ დღეს ორი ინიციატივის შესახებ განვაცხადებთ. პირველი ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა – 20 დეკემბერს ჩვენ მოვაწერთ ხელს საერთაშორისო არბიტრაჟს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ პარიზში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც არსებობს ზოგადად არბიტრაჟის მიმართულებით.

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთის, რომ მოხდეს საქართელოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, რომ საქართველომ შეძლოს და ჩვენ ერთობლივად გავხდეთ რეგიონალური ცენტრი”, – აცხადებს პრემიერი.

Comments
Loading...