პრემიერი: საგზაო ინფრასტრუქტურისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 450 მილიონი ევრო გამოყო

455

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელი მოეწერა 450 მილიონი ევროს შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულებას.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულება 450 მილიონი ევროს შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოების რეალიზაციის ჯაჭვის განვითარებას, რომელიც აუცილებელია, რათა საქართველომ სრულად აითვისოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით მიღებული მნიშვნელოვანი პოტენციალი. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ დადასტურებაა ევროკავშირთან პარტნიორობის მაღალი დონის. გილოცავთ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას”,- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...