პრემიერი: საბანკო სექტორისადმი სრული ნდობა გვაქვს

529

“მინდა განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესი”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მთავარი ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის ჩვენი 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებისთვის აუცილებელია ზომებია მისაღები, რათა ეს ყველაფერი რეალური გახდეს. ვფიქრობ, ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ამისთვის ერთ-ერთი რგოლი გახლავთ საბანკო სექტორი. მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურად გაუფრთხილებელ ბრალდებებს, რომელიც არაერთხელ გაისმა.

მინდა განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს ეკონომიკის განვითარებისთვის.

ნებისმიერი უარყოფითი, მით უმეტეს, დაუსაბუთებელი ბრალდება მა მიმართულებით იწვევს უარყოფით შედეგებს ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ტელე ეთერებში, რომ ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინო. როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, არავისთვისაა უცხო კრიტიკა, მაგრამ ეს უნდა იყოს როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ეხება საქმე, არ შეიძლება საჯარო იყოს, სანამ ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფორმატში, რომელიც თავს აგვარიდებს ამ მგრძნობიარე ინსტიტუციებისადმი ასეთი ტიპის ბრალდებებს. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა საბანკო სექტორისადმი. ვართ მჭიდრო კოორდინაციაში და მათი მონაწილეობა, მთლიანად ბიზნესისა და კერძო სექტორის მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ვაფასებთ ამას”,- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...