პრემიერი: ეკონომიკის სამინისტრო ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება ინვესტორებს

10

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შემოგვაქვს ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მოადგილის შტატი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მათ შორის არა მხოლოდ ინვესტიციებამდე პერიოდში, არამედ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ პერიოდში.

ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რომ მიგვეღო ეს შედეგი. ეს მოადგილე იქნება პასუხისმგებელი ასევე კოორდინაციაზე სხვა უწყებებთან, ვინაიდან ინვესტორებს სხვა უწყებებთანაც უწევთ მუშაობა ბუნებრივია.

ჩვენ ამ პრაქტიკას შევზღუდავთ და ეს იქნება ერთი ფანჯრით მომსახურების პრინციპი, სადაც მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი ინვესტორებთან ურთიერთობებზე,” – განაცხადა პრემიერმა

Comments
Loading...