პრემია “წიგნის ქომაგი 2019” მამუკა ხაზარაძეს გადაეცა

10

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია “წიგნის ქომაგი 2019” მამუკა ხაზარაძეს გადასცა.დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

პრემია “წლის წიგნის ქომაგი” ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადმიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიისუმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.

მამუკა ხაზარაძეს ჯილდო გადაეცა:

“ლიტერატურული პრემია “საბას” დაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებული წიგნისა და 151გაცემული ჯილდოსთვის.

პროექტისთვის #წერექართულად, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს:შრიფტების შექმნის კონკურსს, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას და მაიკროსოფტთან ერთდ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – kartulad.ge, რომლის მიზანია ქართული ენა დაინერგოს მაიკროსოფტის პროგრამებში.

ელექტრონული წიგნების სახლისთვის “საბა”, სადაც ამ დროისთვის განთავსებულია 5000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი, ჰყავს174 000 რეგისტრირებული მკითხველი საქართველოსა თუ უცხოეთში.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისთვის “ქალაქი ბიბლიოთეკა”, რომლის საშუალებითც მკითხველს შეუძლია გამოიყენოს მწერლებისსახელობის ქუჩებსა და სკვერებში წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბილიოთეკა, რამაც თავად ქალაქი აქცია საინტერესომულტიმედიურ, ლიტერატურულ სივრცედ.

პროექტისთვის “იკითხე მთაში!” რომლის ფარგლებში საქართველოს მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკისსტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. ასევ, 2015 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსდა თბილისის მეტროშიც.

პროექტისთვის “შეხვედრის საბა-ბი”, რომლის ფარგლებში “საბას” ლაურეატებმა წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიიმოგზაურეს, მწერლები ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ, 15-მდე სოფლის სკოლას კი საჩუქრად სპეციალური სამკითხველო კუთხეებიდა “საბას” ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა გადაეცათ.

პროექტ “წერე ქართულად”-ის ახალი კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ფრაზები ქართული ლიტერატურიდან განთავსდაქალაქის 100-მდე გაჩერებზე, თიბისი ბანკის ფილიალების ეკრანებზე და გარებანერებზე. იგივე ბრენდინგით დაიბეჭდა ასობით მაისური დასხვადასხვა ტიპის საიმიჯო მასალა, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაურიგდათ აზრის ლიდერებს.

და ბოლოს, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტში აქტიური ჩართულობისთვის – პროექტის “წიქარა – მუზეუმი მუზეუმში” მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურს “საბას” დაჯილდოების საზეიმოცერემონიის ფრანკფურტში, უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, რამაც ქართულ სალიტერატურო სივრცეს მისცა კიდევ ერთიუმნიშვნელოვანესი პლატფორმა საერთაშორისო არენაზე თავის წარმოსაჩენად.”

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელი გამორჩეული და, ფაქტობრივად, ისტორიული წელი იყო ქართული სალიტერატურო სფეროსთვის, ასოციაციამ “წიგნის ქომაგის” კიდევ ერთი სიმბოლური, სპეციალური ჯილდო გადასცა თანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

იმისთვის, რომ სამომავლოდ 2018 წელი დაფიქსირდეს როგორც გარდამტეხი თარიღი ქართული საგამომცემლო სფეროსა და ლიტერატურისისტორიაში. ეს ჯილდო, როგორც მუდმივმოქმედი ექსპონატი, გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნისმუზეუმში გამოსაფენად.

Comments
Loading...