პოლ გოგენის ნახატი აუქციონზე 9,5 მილიონ ევროდ გაიყიდა

26

ფრანგი მხატვრი8ს პოლ გოგენის ნახატი „Te Burao II“, პარიზში გამართულ აუქციონზე 9,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ Reuters წერს.

ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია მდინარეები, ჩიტები და ყვავილები ცისფერ-მწვანე ფერებში, მხატვარმა 1897 წელს შექმნამ როდესაც იგი ტაიტიში ცხოვრობდა. ეს ნახატი იმ ციკლის ნაწილია, რომელიც 9 ნახატისგან შედგება, რომლებიც მან კუნძულზე დახატა.

აუქციონის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნახატი საერთაშორისო კოლექციონერმა შეისყიდა, რომელმაც ანონიმურობა არჩია და აგრეთვე აღნიშნა, რომ ნამუშევარი საფრანგეთში დარჩება.

Comments
Loading...