პირველი ქართული ბრაუზერი და 1200 ხმა ბერლინამდე

12

გსმენიათ პირველი ქართული ბრაუზერის – “სტექის” შესახებ? ის ოთხი მეგობრის კოლაბორაციით შეიქმნა და იმისათვის, რომ ის ინვესტორების წინაშე წარსდგეს, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, 1200 ხმის დაგროვება სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით “სტექის” ერთ-ერთმა შემქმნელმა – დაჩი გუბაძემ (ფიზიკოსი, ეკონომისტი, გაეროს ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი), საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. გთავაზობთ ტექსტს, უცვლელად:

ახლა ამას დიდი ალბათობით ქრომში კითხულობ, ან ოპერაში, ან საფარიში… მაგრამ თუ ბოლომდე ჩაყვები ტექსტს, შეიძლება ერთ დღეს ქართველების მიერ გაკეთებულ ბრაუზერში მოგიწიოს კითხვა.

მოკლედ მეგობრებო, მე, Zviad Sichinava-მ, David Gavasheli-მა და Giorgi Laliashvili-მა შევქმენით პირველი ქართული ბრაუზერი – სტექი, რომელიც არის ბევარად უფრო მოქნილი და ადაპტირებული დღევანდელ მოთხოვნებზე ვიდრე არსებული ბრაუზერები – ქრომი, ოპერა, მოზილა, და ა.შ.

პირველ წარმატებას უკვე მივაღწიეთ. ჩვენით დაინტერესდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალი – TechCrunch-ი, რომელმაც წლის 40 ყველაზე პერსპექტიულ ახალ დამწყებ სტარტაპში შეგვარჩია 15 000-დან, და ნოემბრის ბოლოს ბერლინში აორგანიზებს ჩვენს შეხვედრას ინვესტორებთან…

მაგრამ იმისთვის რომ ინვესტიცია ავიღოთ სასიცოცხლოდ გვჭირდება დღეს თქვენი დახმარება…მომდევნო 24 საათის განმავლობაში ამ ლინკზე მოხდება ხმის მიცემა. 1 200 ხმას თუ დავაგროვებთ მოვხვდებით დღის გამარჯვებულებში და ჩვენ შესახებ მიწერენ 350 000 ადამიანს.

ეს კი გაათმაგებს ჩვენს მიერ ნოემბრის ბოოლოს ბერლინში ინვესტიციის აღების შანსებს…

პირველად არის რომ ძალიან რეალური შანსი გვაქვს, ჩვენი დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარი მთელმა მსოფლიომ ნახოს და გასინჯოს. უშველებელი გამოცდილება იქნება გუნდის ყველა წევრისთვის და ჩვენი იდეაც ყველაზე რთულ გამოცდას ჩააბარებს იქ, სადაც დღეს ინოვაციები იბადება.

მოკლედ, დაგვეხმარეთ 1200 ხმის აღებაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ქრომის ან ოპერის ნაცვლად, ბევრად უფრო მოქნილ და ადაპტირებულ ქართულ ბრაუზერს იყენებდეთ თქვენც და მთელი მსოფლიოც ინტერნეტთან სამუშაოდ…

ps. ხმის მიცემა არის ძაან მარტივი და ინტუიტიური. გადადიხართ ლინკზე, აკლიკავთ აფვოუთს, გადიხართ ავტორიზაციას ფეისბუქით, თვითერით ან გუგლით და აკლიკავთ ისევ აფვოუთს”.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.producthunt.com/posts/stack-1-0

Comments
Loading...