პირველად ბოლო 5 წელიწადში, ჩინეთის სავალუტო რეზერვებმა 3 ტრილიონ დოლარზე ნაკლები შეადგინა

461

2017 წლის მონაცემებით, ჩინეთის სავალუტო რეზერვებმა (ოქროს გარდა), 2011 წლის შემდეგ პირველად, 3 (2,9982) ტრილიონ აშშ დოლარზე ნაკლები შეადგინა. მსოფლიოს უმსხვილესი სავალუტო რეზერვების შემცირება 2016 წლის შუა რიცხვებიდან გრძელდება. რამდენიმე თვის განმავლობაში რეზერვი 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით შემცირდა.

ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სავალუტო რეზერვების მფლობელია, რომლის მოცულობაც აღემატება იაპონიის, შვეიცარიის, საუდის არაბეთისა და რუსეთის სავალუტო რეზერვებს ერთად აღებულს. თუმცა 2016 წლის ივნისიდან მოყოლებული, ჩინეთი პერმანენტულად ამცირებს რეზერვებს, რის შედეგადაც, შვიდი თვის განმავლობაში იგი დაახლოებით 207 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, ანუ 6,45%-ით – 3,2 ტრილიონი აშშ დოლარიდან 2,998 ტრილიონ აშშ დოლარამდე.

2017 წლის იანვარში, ჩინეთის რეზერვების მოცულობა 12,3 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ვარდნამ Reuters-ის ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა.

Comments
Loading...