პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩინეთში ავტომობილების გაყიდვა შემცირდა

5

2018 წლის შემაჯამებელი მონაცემებით, ჩინეთში, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ავტომობილების გაყიდვა 6%-ით, 22,7 მილიონით შემცირდა. შესაბამისს მონაცემებს China Passenger Car Association აქვეყნებს.

მონაცემები მოიცავს მსუბუქძრავიან ავტომობილებს, ჯიპებსა და უნივერსალებს.

გასული წლის დეკემბერს, ქვეყანაში გაყიდვები 19%-ით შემცირდა, წლიურ მაჩვენებელში კი ეს 2,256 მილიონი მანქანაა. ნოემბერში – 18%-ით, ხოლო ოქტომბერში – 13,2%-ით. გაყიდვები ეცემა ბოლო 7 თვის განმავლობაში.

China Passenger Car Association-ის პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს აღნიშნული ვარდნა შენარჩუნდება. პოტენციურ მყიდველებს აფრთხობს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო უტანხმოებები, ჩინეთის სავაჭრო ბაზარზე დაფიქსირებული ვარდნები და ეკონომიკური ზრდის შესუსტება.

Comments
Loading...