პესკოვი: რუსეთში ორმხრივი ვაჭრობისას რუბლის გამოყენების თემა დიდი ხანია არსებობს

59

რუსეთის მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯიპ ტაიპ ერდოღანის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი ვაჭრობას ნაციონალურ ვალუტაში აპირებს, კომენტარი გააკეთა. 

"საერთაშორისო ორმხრივი ვაჭრობისას ნაციონალური ვალუტის გამოყენება თემაა, რომელიც სხვადასხვა კუთხით უკვე დიდი ხანია არსებობს რუსეთში .პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ამ საკითხის მიზანშეწონილობაზე"-აღნიშნა მან. 

პესკოვმა ასევე დაამატა, რომ ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი, თუმდა სწორედ ამისკენ მიისწრაფვის რუსეთუ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობისას, რაზეც არაერთხელ ისაუბრა რუსეთ-თურქეთმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმსხვილეს პარტნიორებთან ვაჭრობის ნაციონალურ ვალუტაში აპირებს. 

Comments
Loading...