პარტიებს შორის, 2020 წლის 6 თვეში, ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

31

2020 წლის 6 თვეში ქართულმა პარტიებმა სულ 7,004,696 ლარის მოცულობის შემოწირულებები მიიღეს. აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად, ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო, შემდეგ მოდის “ლელო საქართველოსთვის”.

1.”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 4,720,251 ლარი;

2. “ლელო საქართველოსთვის” – 1,494,915 ლარი;

3. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 465,869 ლარი;

4. “ევროპული საქართველო” – 145,900 ლარი;

5. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 144,000 ლარი.

 

დანარჩენი 33,596 ლარი სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.

Comments
Loading...