- Advertisement -

პაატა შეშელიძე: დამოკიდებულება ლარის პოლიტიკის მიმართ შესაცვლელია

6

“ნებისმიერი ადამიანი შეეცდება, რომ თავი დაიზღვიოს და გაზარდოს ფასი იმ პროდუქციაზე, რომელსაც ის ბაზარზე აწვდის”, – ამის შესახებ ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ “კურიერთან” ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

“გამომდინარე იქედან, რომ არც ერთ სტრუქტურა არ არის პასუხისმგებელი ლარის გაუფასურებაზე. ყოველ შემთხვევაში ეროვნული ბანკი და მთავრობა ამაზე უარს ამბობს, ცხადია, რომ მოლოდინები არის საკმაოდ ნეგატიური. ნებისმიერი ადამიანი შეეცდება, რომ თავი დაიზღვიოს და გაზარდოს ფასი იმ პროდუქციაზე, რომელსაც ის ბაზარზე აწვდის.

მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ შესაცვლელია დამოკიდებულება ლარის პოლიტიკის მიმართ,” – ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტმა განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 75 თეთრს აღწევს.

Comments
Loading...