პაატა იმნაძე: 150 000 ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომლითაც პასუხი 20 წუთში იქნება, უკვე საქართველოშია და კიდევ ნახევარი მილიონია შეკვეთილი

25

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ განაცხადა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს.

“ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული.

ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება, ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Comments
Loading...