ონლაინ ბიბლიოთეკა el-ge-ზე უკვე 22 ათასი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ელექტრონული რესურსია ხელმისაწვდომი

30

საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ელექტრონულ ბიბლიოთეკა el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული.

ვებგვერდზე განთავსებულია ელექტრონული წიგნები, თემატური ვიდეოები, ნოტები, სტატიები, ფოტო და აუდიო მასალები. გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტებისთვის.

ქართული ონლაინ პროდუქტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო მრავალფეროვან, საგანმანათლებლო-შემეცნებით რესურსებთან.

ყველა დაინტერესებულ ორგანიზაცია, el.ge-სთან პარტნიორობის ფარგლებში ვებ-გვერდზე ქმნის პირად სივრცეს და ტვირთავს თავის ელექტრონულ რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეს.

რესურსები ასევე მოიცავს სკოლებისთვის საგნობრივ, დამხმარე სახელმძღვანელოებსაც, ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ მრავალფეროვან ვიდეო ილუსტრაციებს, სახელმძღვანელოებს მოსწავლეებისთვის, მელოდიებს, საინტერესო-შემეცნებით სტატიებს, ქართულ და უცხოენოვან ლიტერატურას.

ასევე, განთავსებულია მენეჯმენტის, ჯანდაცვის საკითხების, ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერების საგნობრივი მიმართულების სახელმძღვანელოები.

პლატფორმას, დისტანციური სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაემატა ლექცია-ვებინარები როგორც ქართულენოვანი, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის. გარდა ამისა, საგანმანათლებლო პროექტის „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საშინაო დავალებების კრებულების ნახვა და გადმოწერაც შეუძლიათ.

ქართული ინტერნეტ პროდუქტი el.ge, რომელიც მოცულობით ელექტრონულ რესურს ერთ სივრცეში აერთიანებს 2018 წელს, საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა.

Comments
Loading...