ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა

5

“მნიშნელოვანია, რომ უმუშევრობა ეტაპობრივად მცირდება ჩვენს ქვეყანაში და 2018 წელს 12,7% შეადგინა და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესდა 1,2%-ით. რაოდენობრივ მაჩვენებლებში შემცირდა 30,7 ათასით და შეადგინა 245,7 ათასი. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე მინიმალურ ნიშნულზეა”, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ “საქსტატის” მონაცემებზე დაყრდნობით.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 17 მაისს გამოაქვეყნა დასაქმებისა და უმუშევრობის დაზუსტებული მაჩვენებელი 2018 წლისთვის.

ოთარ ანგურიძის შეფასებით, დადებითად შეიძლება ჩაითალოს ის ტენდეცია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48,2 ათასით და გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 35,9 ათასით და შეადგინა 860,2 ათასი

“2018 წელს პირველად დაფიქსირდა მაჩვენებელი, რომელითაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ეკონომიკის განვითარების შედეგი,” – განაცხადა მან.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორში და პარალელურად გაზრდილია მშენებლობის, ვაჭრობის, ტრასპორტირების და სხვა სექტორებში.

“უმუშევრობის სტატისტიკის აღნიშნული ტენდენცია მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სექტორული გაუმჯობესება ფიქსირდება,” – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

Comments
Loading...