ნუცუბიძის V მ/რ-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

28

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორია შემოიღობა, სკვერში განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 80 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს, ვაკის რაიონს, სულ, 23 სკვერი შეემატება. მათ შორის 9 მისამართზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. აღნიშნულ სკვერებში, სულ, 2000-მდე ხე-მცენარე დაირგო, კეთილმოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, რამდენიმე მისამართზე მოიხატა კედლები.

Comments
Loading...