ნუცუბიძის N215-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

15

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ეწყობა ნუცუბიძის N215-ში.

ტერიტორიაზე უკვე მოხდა დაზიანებული ურბანული ავეჯის დემონტაჟი, ამჟამად კი, ეწყობა მოედნის საფუძველი, სივრცეში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები, ურნები, მოეწყობა განათების ქსელი და დაირგვება მცენარეები.

სამუშაო პროცესს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო.

Comments
Loading...