ნუცუბიძის N181-ში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ნუცუბიძის N181-ში სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების მონტაჟი მიმდინარეობს.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. სამუშაოები დაფინანსდა ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 20 000 ლარს შეადგენს.

პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...