ნუცუბიძის IV მ/რ-ში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

8

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი კეთილმოეწყო. სკვერში განთავსდა საბავშვო ზონა, სხვა ინფრასტრუქტურა და დაირგო მცენარეები, სპორტულ მოედანზე კი, დამონტაჟდა ახალი ღობე, ფარები, კარები, დაიგო ხელოვნური ბალახი.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 151 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებებს ვაკის რაიონის გამგელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

Comments
Loading...