ნუცუბიძის IV მ/რ-ის N28 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

6

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N28 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, განთავსდება სხვა ურბანული ავეჯი, სკვერი გამწვანდება და განათდება. პროექტის ღირებულება 64 355 ლარია.

ადგილობრივ მცხოვრებებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

Comments
Loading...