ნუცუბიძის IV მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

22

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის #22 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პროექტის შედეგად, აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდება, საბავშვო ზონა მოეწყობა, ატრაქციონები და შესაბამისი ურბანული ავეჯი დამონტაჟდება. სკვერი განათდება და დაირგვება მცენარეები.

პროექტის ღირებულება 96 234 ლარია. სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

Comments
Loading...