ნუცუბიძის III მიკრორაიონში მულტიფუნქციური სპორტული მოედანი ეწყობა

15

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას და სპორტული სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის N1 კორპუსთან მრავალფუნქციური სპორტული მოედანი ეწყობა.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საფეხბურთო სტადიონი. გარდა ამისა, ჩოგბურთის მოყვარულთათვის ჩოგბურთის კორტი მოეწყობა. სპორტული მოედანი იქნება სრულად კეთილმოწყობილი და თანამედროვე.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 386 000 ლარს შეადგეს.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

Comments
Loading...