ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N8 კორპუსში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდა

14

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N8 კორპუსში წყალარინების ქსელის, ბრტყელი სახურავისა და ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, ამხანაგობის ანგარიშზე დაგროვილი თანხით კი, ადგილობრივებმა სადარბაზოს შესასვლელის სარემონტო სამუშაოები განახორციელეს. სახურავის, წყალარინების ქსელისა და ლიფტის რეაბილიტაციისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 33 000 ლარი გამოიყო.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

Comments
Loading...