ნუცუბიძის II მიკრორაიონში სპორტული მოედანი ეწყობა

29

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასვე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N8-8ა-ს ტერიტორიაზე სპორტული მოედანი ეწყობა.

პროექტის თანახმად, სამუშაოების ბოლო ეტაპზე მოედნის ახალ საფუძველზე რბილი საფარი დაიგება. ამ დროისთვის კი, სტადიონის შესასვლელში უკვე მოწყობილია პანდუსი, დამონტაჟდა ღობე, ფარები და კარები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 49 000 ლარია.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე შეხვდა და მათ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე ესაუბრა.

Comments
Loading...