ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20

ვაკის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოებს აწარმოებს. ამჟამად, წყალარინების შიდა ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, წყალარინების სისტემა იცვლება N13 კორპუსის მიმდებარედ; სამუშაოების შესრულებისთვის ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან 51 720 ლარი გამოიყო. წყალარინების შიდა ქსელი იცვლება ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N15 კორპუსის მიმდებარედაც; აღნიშნული პროექტის ღირებულება 44 181 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა.

Comments
Loading...