“ნუტრიმაქსი” “ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის” პროექტისთვის საწყის ეტაპზე 50 000 ლარს დახარჯავს

14

ცხოველთა საკვების მწარმოებელმა ლიდერმა კომპანია „ნუტრიმაქსმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ-პორტალის – „ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის “ პროექტი დაიწყო, რისთვისაც საწყის ეტაპზე 50 000 ლარს დახარჯავს.

პროექტი დაეხმარება COVID-19-ის შედეგად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დაზარალებულ ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, სწრაფად შეძლონ მცირე ფერმების შექმნა და გაიჩინონ ალტერნატიული შემოსავლის წყარო.

„პროექტის ფარგლებში, „ნუტრიმაქსი” მოქალაქეებს ცხოველების გამოზრდის შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციას შესთავაზებს, მისცემს საშუალებას ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში, მიიღონ კონსულტაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და გაეცნონ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში დაეხმარებათ“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის“ facebook ჯგუფში გაწევრიანებისათვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39CoTcS

Comments
Loading...