“ნოვას” მეგაცენტრები თბილისსა და ბათუმში წარმატებით მუშაობს

337

35 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით – სამშენებლო სარემონტო მასალების კომპანია „ნოვამ“ ორი მასშტაბური მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში გახსნა – ამბიციური პროექტი 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩართულობით ხორციელდებოდა. დღის სინათლე კი 2020 წელს, კარანტინის პერიოდის დასრულების შემდეგ იხილა.

მიუხედავად წლის ყველაზე სერიოზული გამოწვევისა, რაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელებას უკავშირდება, „ნოვამ“ სწორი გეგმებისა და სტრატეგიის დასახვით მაინც შეძლო მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით გაშვება.

როგორც საცალო გაყიდვების დირექტორი, გიორგი ბენდიანიშვილი გვიყვება, წელს გაყიდვების ზრდის ტენდენცია შეინიშნება მეგაცენტრების მიმართულებით, რაც იმედისმომცემი პროგნოზია არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

გარდა „ნოვას“ პროდუქციისა, მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა ქართული წარმოების სამშენებლო და სარემონტო მასალები. ამ გზით, „ნოვა“ ხელს უწყობს საქართველოში ქართული პროდუქციის პოპულარიზებას და გაყიდვების წახალისებას.

 

რატომ გაჩნდა მეგაცენტრების გახსნის აუცილებლობა

წლების განმავლობაში „ნოვა“, ძირითადად, B2B და სადისტრიბუციო გაყიდვებზე იყო ორიენტირებული, თუმცა ბაზრის მოთხოვნამ კომპანიის მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო საცალო გაყიდვების ხაზის გააქტიურებაც.

სწორედ ამ მიზნით გაიხსნა მეგაცენტრები. სამშენებლო და სარემონტო მასალები; ექსტერიერისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქტები; ხელსაწყოები და სამუშაო იარაღები; დეკორაცია, სახლისა და ბაღის აქსესუარები, ელექტრობა და განათება – ორივე მეგაცენტრი სახლის მოწყობისთვის საჭირო ნებისმიერ დეტალს სთავაზობს მომხმარებელს.

„მეგაცენტრების გახსნა სწორედ საცალო გაყიდვებზე გადასვლამ განაპირობა“ აღნიშნავს ბენდიანიშვილი. „კომპანიას უკვე 14-წლიანი გამოცდილება გააჩნია სამშენებლო-სარემონტო სფეროში. აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოვამზადეთ, რამაც საშუალება მოგვცა, ყველა სირთულისთვის შესაბამისად მოვმზადებულიყავით. გათვლა ყველა ტიპის მომხმარებელზე გავაკეთეთ, ვინაიდან ეს არის მეგაცენტრი და ამ მიმართულებით, თითქმის, ყველანაირი პროდუქტი გაგვაქვს ბაზარზე. გარდა ამისა, გვაქვს დაბალი, საშუალო და პრემიუმ ფასის და ხარისხის პროდუქტები, თუმცა ხარისხი ფასთან მიმართებაში ყოველთვის არის დაცული“, აღნიშნავს გიორგი ბენდიანიშვილი.

 

მომხმარებლის მოთხოვნის კვალდაკვალ

როგორც გიორგი ბენდიანიშვილი აღნიშნავს, მეგაცენტრების გახსნიდან 4 თვე გავიდა, თუმცა დღემდე, მომხმარებლის მოთხოვნის კვალდაკვალ, თითოეული დეტალი განუწყვეტლივ იხვეწება.

„მიუხედავად პანდემიისა, საგრძნობლად არის გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობა; ასორტიმენტი ყოველდღიურად იხვეწება და ივსება სხვადასხვა სექციებში, რაც მთავარია, მეგაცენტრების გახსნის შემდეგ შეცვლილია გაყიდვების სისტემაც“.

ორივე შოურუმს სულ მალე დაემატა აუდიოსისტემა, რომელიც, გარდა მუსიკალური გაფორმებისა, მომხმარებელს ყველა სახის სიახლესა და აქციაზე ინფორმაციას ხმოვანი სახით უწყვეტ რეჟიმში აწვდის. შიდა კომუნიკაცია ისეა მოწესრიგებული, რომ მომხმარებელი მარტივად პოულობს სასურველ პროდუქტს.

პრინციპი „გააკეთე თავად DIY” ორივე მეგაცენტრში თავიდანვე წარმატებით დაინერგა. ეს ეხება როგორც თავად პროდუქტს, ასევე – ყიდვის პროცესსაც. მომხმარებელი თავად ირჩევს, გამოცდის და იძენს სასურველ პროდუქციას.

გახსნის დღიდან სულ მალე მეგაცენტრებს მომხმარებელთა მოთხოვნით დაემატა ისეთი მიმართლებები, როგორიცაა გათბობა-გაგრილების სისტემები; საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები; ბაღის ავეჯი, აქსესუარები, ხელსაწყოები და სხვა.

გიორგი ბენდიანიშვილის თქმით, ასევე შეცვლილია გაყიდვების სტრუქტურაც. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულებები, რაც პროდუქციის შერჩევის, ყიდვისა და გაცემის პროცესს ამარტივებს. მომხმარებელთა კომფორტისთვის გათვალისწინებულია ფართო საპარკინგე სივრცეც.

აქვე მომხმარებლებისთვის სპეციალური სივრცეც შეიქმნა, სადაც ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მარტივად და ოპერატიულად მოგვარება ხდება. რაც მთავარია, ორივეგან მოქმედებს მიტანისა და განვადების სერვისები. გამარტივდა საბუთების წარმოების პროცესიც.

კარანტინმა ბევრ ბიზნესს დაანახა გამართული ონლაინ-პლატფორმის აუცილებლობა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მარტივად მონახავს, შეარჩევს და იყიდის სასურველ ნივთს. „ნოვამ“ კარანტინის პერიოდი ამ მხრივაც ნაყოფიერად გამოიყენა და მეგაცენტრებთან ერთად მომხმარებელს მიტანის სერვისიც შესთავაზა.

გარდა საკურიერო მომსახურებისა, გიორგი ბენდიანიშვილის თქმით, მიმდინარეობს ვებ-გვერდის დახვეწაც. როგორც „ნოვაში“ აღნიშნავენ, კონსულტანტების დატრენინგება ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს ეხება როგორც ადგილზე, ასევე – დისტანციურ შესყიდვებსაც.

როგორც „ნოვაში“ აღნიშნავენ, მომხმარებლის აზრის გათვალისწინებით ნაბიჯების გადადგმამ ბიზნესს ოთხ თვეში წარმატება მოუტანა და ცნობადობა ფიზიკურ პირებში ძალიან გაზარდა, რაც ნოვას ძირეული რებრენდინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლდათ.

Comments
Loading...