ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების აქტივები 108.9 მილიონი ლარით გაიზარდა

7

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 108.9 მილიონი ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი დეკემბრისათვის 38.4 მლრდ ლარს მიაღწია.

2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.

Comments
Loading...