ნოემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 140.4 მლნ ლარით გაიზარდა

10

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 140.4 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი დეკემბრისათვის 46.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

Comments
Loading...