ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანია Virgin Galactic-ის აქციები ჩაეშვა

4

ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მილიარდერი რიცარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-ის აქციებით ვაჭრობა დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფონდო ბირჟაზე ისეთი კომპანიის აქციები გადის, რომელიც კოსმოსური ტურისტების გადაყვანით იქნება დაინტერესებული.

კომპანია 2004 წელს დაარსდა, იგი ბრენსონის Virgin Group-ში შედის და აპირებს, რომ 2020 წლისთვის ტურისტული სუბორბიტალური ფრენებით დაკავდეს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოსმოსში შესაძლო გაფრენა უკვე 600 მგზავრს აქვს დარეზერვებული. ერთი რეისის ღირებულება კი ამ ეტაპზე 250 000 აშშ დოლარია. გასული წლის დეკემბერში კომპანიამ Virgin Galactic უკვე განახორციელა პირველი წარმატებული სუბორბიტალური ფრენა – ლეტალურმა აპარატმა Unity 82,7 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო. თებერვალში კი Unity, სამი ადამიანით ბორტზე პირველად გაემგზავრა კოსმოსში.

რიჩარდ ბრენსონი ერთ-ერთია იმ სამი ბიზნესმენიდან, რომლებიც კოსმოსური ტურიზმით არიან დაკავებულნი. მის გარდა, მსგავსი პროექტები აქვთ Amazon-ის დამაარსებელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსს და კომპანია Tesla-ს დამაარსებელ ილონ მასკს.

Comments
Loading...