ნიუ-იორკის ისტორიული ცათამბჯენი Chrysler Building იყიდება

16

ნიუ-იორკის ცნობილი ცათამბჯენის Chrysler Building-ის მფლობელმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი კომპანია NYC Capital Markets Group-ის მმართველზე დარსი სტეიკზე დაყრდნობით წერს.

ცათამბჯენი, რომელშიც ამ ეტაპზე ოფისებია განლაგებული, 1928-1930 წლებშია აშენებული, არ-დეკოს სტილში. მისი 90% აბუ-დაბის სახელმწიფო ფონდ Abu Dhabi Investment Council-ს ეკუთვნის. დანარჩენ 10%-ს კი, კომპანია Tishman Speyer Properties ფლობს, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მუშაობს.

გაყიდვის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფას კომპანია NYC Capital Markets – CBRE Group Inc. მოახდენს. თუ ვინ შეიძლება გახდეს ცათამბჯენის პოტენციური მფლობელი, ჯერჯერობით უცნობია.

გამოცემის მიერ გამოკითხულ ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ შენობის 90% 800 მილიონ აშშ დოლარად რთულად თუ გაიყიდება. სწორედ ამდენი გადაიხადეს მასში მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე. მათი მოსაზრებით, ფასზე დიდ გავლენას იქონიებს სარემონტო სამუშაოებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო თანხები.

Chrystler Building – ეს 77-სართულიანი ცათამბჯენია, რომლის სიგრძეც 320 მეტრია, იგი მანჰეტენზე მდებარეობს. მისი პროექტირება არქიტექტორმა უილიამ ვან ელენმა მოახდინა. შენობა ნიუ-იორკის ერთ-ერთი სიმბოლოა. სენობა 55-მეტრიანი შპილით მთავრდება. Empire State Building-ის აშენებამდე, სწორედ იგი მიიჩნეოდა მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობად.

Comments
Loading...