ნიკოლას მადურო OPEC-ს ნავთობის მოპოვების შემცირებას შესთავაზებს

5

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აპირებს OPEC-ს ნავთობის ყოველდღიური მოპოვების მოცულობის შემცირება შესთავაზოს.

მადურო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო 15 დღის განმავლობაში ვენესუელური ნავთობის ფასი ბარელზე 18 აშშ დოლარამდე დაეცა.

ნოემბერში ნავთობის ფასი საგრძნობლად დაეცა. ოქტომბრის დასაწყისში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 28%-ზე მეტად დაეცა, WTI კი – 30%-ით. 29 ნოემბრის თარიღით კი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 57,78 აშშ დოლარამდე დაეცა.

12 ნოემბერს ერ-რიადმა განაცხადა, რომ განიხილავს ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც, OPEC-ის მიერ მოპოვებული ნავთობის მოცულობა 1 მილიონი ბარელით უნდა შემცირდეს. 29 ნოემბერს კი, რუსეთმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა. აღნიშნული განცხადებების შემდეგ კი, 29 ნოემბერს ნავთობის ფასმა საგრძნობლად აიწია: WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 51,56 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 60,23 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ამ ეტაპზე მოსკოვსა და ერ-რიადს შორის, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმებულა.

Comments
Loading...