ნეტო აღრიცხვის სქემით, ქსელში კიდევ ერთი მიკრო სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჩაირთო

16

კომპანია Green Energy-მ, თბილისში ნეტო აღრიცხვის სქემით ქსელში 27 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჩართო.

ნეტო აღრიცხვა ქვეყანაში 2016 წლის მაისში დაინერგა. პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მზის, ქარის ან წყლის ენერგიაზე მომუშავე 100 კილოვატამდე ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელში ჩართოს და საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენერგია გამოიმუშაოს.

Comments
Loading...