ნახევარ-წლიანი ფრენის შემდეგ, NASA-ს კოსმოსური აპარატი InSight მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

7

ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა InSight წარმატებული დაშვება განახორციელა პლანეტა მარსზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

“მისიის მეთვალყურეებმა სიგნალი მიიღეს მარსის ზედაპირზე არსებული აპარატიდან, რომელზეც მოწყობილობა უნდა დაშვებულიყო. უახლოესი საათების განმავლობაში კი ინჟინრები შეამოწმებენ კოსმოსური აპარატის მდგომარეობას”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოსმოსურმა ზონდმა სტარტი კალიფორნიიდან მაისის თვეში აიღო და ნახევარი წლის განმავლობაში 548 კილომეტრი განვლო. იგი აღჭურვილია პლანეტის ზედაპირზე არსებული ტემპერატურისა და მისი სეისმური აქტივობის გამზომი მექანიზმებით. აპარატი მარსის ატმოსფეროში 19 795 კმ/სთ სიჩქარით შევიდა, რის შემდეგაც ელიზიუმის ცენტრში დაეშვა.

InSight-ი წითელ პლანეტაზე 24 თვეს დაჰყოფს, რაც მარსზე დაახლოებით ერთ წელიწადს უდრის. იქ განხორციელდება კვლევები, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა გაეცეს პასუხები შეკითხვებს მარსის წარმომავლობის შესახებ და აგრეთვე იმ სხვა პლანეტებისა, რომლებიც მზის სისტემაშია მოქცეული, მათ შორის დედამიწის.

Comments
Loading...