ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

14

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო სამუშაოები დასრულდა ზღვის უბნის XI მ.რ. II კვ. N36 კორპუსთან და I კვ. N10 კორპუსის მიმდებარედ.

ორივე მისამართზე ასფალტის საფარი ჯამში, 1 600 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური.

აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 69 800 ლარი დახარჯა.

Comments
Loading...