ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე გზის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია გრძელდება

13

ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება გრძელდება.

გზის ძველი საფარი მოიხსნა და ასფალტის ახალი საფარი დაიგო სააკაძის ქუჩა N127-ის მიმდებარედ, რატევანის ქუჩის დასაწყისში და ასევე, თიანეთის N123-ში.

აღნიშნულ მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 55 000-მდე ლარი დახარჯა.

Comments
Loading...