ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

8

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N25-ში საგზაო სამუშაოები შესრულდა. კორპუსის ეზოში 1 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ვცდილობთ, არ შევაჩეროთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად გზის რეაბილიტაცია დავასრულეთ ჩარგლის ქუჩა N25-ში. აღნიშნული პროექტით პრობლემა 66 ოჯახს მოუგვარდა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 50 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

Comments
Loading...