ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

4

ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ცოტნე დადიანის ქუჩა N107 და N109 კორპუსებში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 175 გრძივ მეტრზე ახალი მილები მოეწყობა და 18 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნო.

„მოძველებული ქსელის გამო ორივე კორპუსის მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. გამგეობის კონტრაქტორი კომპანია წყალარინების შიდა და გარე ქსელს ცვლის. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. ამ პროექტის განხორციელებით, ორივე კორპუსში მცხოვრები 84 ოჯახის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 123 718 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

Comments
Loading...