ნაძალადევის რაიონში, ინანიშვილის ქუჩა N20-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

4

ნაძალადევის რაიონში, ინანიშვილის ქუჩა N20-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. კედლის სიგრძე 14 მეტრი იქნება, სიმაღლე – 4,8 მეტრი.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ჩვენი რაიონის რელიეფიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ ქუჩაზე გვჭირდება საყრდენი კედლების მოწყობა. ყველა ლოკაციაზე ერთდროულად ვერ შესრულდება საჭირო სამუშაოები, ამიტომ ეტაპობრივად ვახორციელებთ ასეთ პროექტებს. აღნიშნული კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ იარსებებს, შესაბამისად, ინანიშვილის N20-ში და ასევე, წაღვერის ქუჩა N25-ში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე კედლის და ლითონის დამცავი ღობის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 63 688 ლარი გამოყო.

Comments
Loading...