ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

11

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩა N101-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 100 გრძივ მეტრზე 300 და 500 მმ-იანი გოფრირებული მილების მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, დამონტაჟდება 5 ჭა და 2 ცხაური. სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 55 600 ლარს დახარჯავს.

Comments
Loading...