ნაძალადევის რაიონში ილურიძის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

19

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩა N103-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ფეხბურთის მინი სტადიონის ფართობი 470 კვ.მ-ია.

პროექტის ფარგლებში, მოედნის პერიმეტრზე კედელი და თანამედროვე ტიპის მავთულბადე მოეწყო; შესრულდა მიწის სამუშაოები, მოსწორდა ტერიტორია და ამ ეტაპზე, ღორღის გაშლა ხდება, რის შემდეგაც მოეწყობა ხელოვნური მწვანე საფარი და დამონტაჟდება ფეხბურთის კარები.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული სპორტული მოედნის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 45 000 ლარს დახარჯავს.

Comments
Loading...