ნათია თურნავა: 2020-2021 წლებში კიდევ 20 ათასი ოჯახის გაზიფიცირება მოხდება

8

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგინეთ გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განახლებული ვერსია და ჩვენი თვითმმართველობის წინადადებაზე დაყრდნობით იმაზე რომ გარკვეული ეკონომიები გვაქვს გაზიფიცირების განხორციელებაში, მოვახერხეთ და შევძელით რომ 100 დასახლებული პუნქტი მიემატება ადრე დამტკიცებულ რაოდენობას და ეს არის 20 ათასამდე დამატებითი აბონენტი ანუ 20 ათასი დამატებითი ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც 2020-ში და 2021 ში მიიღებს ბუნებრივ აირს, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი ოჯახებისთვის, მათი ყოფნის გაუმჯობესებისთვის და მცირე ბიზნესის შესაბამისი პირობების შესაქმნელად”- განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...