ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს: მიხედონ საქმეს!

7

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თქვენ შეიტყვეთ, რომ მთავრობა კვლავ თანმიმდევრული ამ პროექტის, ჩვენ 2017 წლიდან მოყოლებული და ამ მომენტიდან 6-ჯერ მოხდა ამ პროექტის ვადების გადავადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა.

ჩვენი გადაწყვეტილება რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე არის კიდევ ერთო დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოსდაბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, მთავრობა ამ ეტაპზე უარს ამბობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.

Comments
Loading...